Skip to main content

აგრო კულტურის გარშემო



აგრო კულტურა მრავალ ჭრილში შეგვიძლია მიმოვიხილოთ. განვიხილოთ , მებაღეობაც , მეთევზეობაც , მევენახეობაც და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მეფუტკრეობაზე გავაკეთებ აქცენტს . მაშასადამე ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს ფუტკარი და ძვირფასი საკვები პროდუქტი - ფუტკრის თაფლი. 


დღესდღეისობით მეფუტკრეობის დარგი საქართველოში ძალიან პოპულარული ხდება. სწორედ , რომ ამ სფეროში იკვეთება , უამრავი ადამიანის ინტერესი. აღსანიშნავია , რომ მათ შორის არიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც.
რა უნდა ვიცოდეთ მეფუტკრეობაზე ? რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ამ სფეროში ჩართულობამ? რა სირთულეებს ვაწყდებით საწყის ეტაპზე? და სად უნდა ვეძიოთ მთავარი საძირკველი , რომელიც შემდგომში ჩვენს თვითგანვითარებას შეძლებს , სწორედ , რომ ამ სფეროში? ამადა სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მხოლოდ და მხოლოდ ექსტენციონისტისგან თუ მივიღებთ. 
მაშ ასე.....
"ფუტკრებს გააჩნიათ საკუთარი იერარქია , ოჯახის მამოძრავებელ ძალას კი , წარმოადგენს დედა ფუტკარი. მის გარეშე ცალკეული ფუტკარი ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება. სწორედ , რომ დედა ფუტკარზეა დამოკიდებულო ოჯახის სიძლიერე. იმდენად , რომ მისი არ არსებობის შემთხვევაში ოჯახი დასუსტდება და განადგურდება. კარგი ღალიანობის დროს დედა ფუტკარს საშუალოდ შეუძლია დადოს 1500 ან მეტი კვერცხი , რომელიც შემდგომში იჩეკება და გამოდის სრულყოფილი ფუტკარი"


თუ გვსურს მეფუტკრეობას მოვკიდოთ ხელი , აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ოჯახის მთავარი მამოძრავებელი ძალა , დედა ფუტკრის სახით. გარდა ამისა არსებობს ძიძა , მამა და სკის დამსუფთავებელი ფუტკრები.

"მეფუტკრეობის შემთხვევაში ჩართულია , როგორც გონებრივი ასევე ფიზიკური შრომა. არის მომენტები , როცა საჭიროა სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღება , რომელსაც რა თქმა უნდა გონების მეშვეობით ვასრულებთ"

ორი რამ რაც აუცილებელია , იმისთვის , რომ ჩავერთოთ ამ სფეროში :

1.არ უნდა გვეშინოდეს ფუტკრების
2.არ უნდა ვიყოთ ალერგიულები. ფუტკრის ნაკმენი ამ შემთხვევაში წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს , რომელიც შემდგომში ფატალურად სრულდება.
3.უნდა გავეცნოთ საჭირო ლიტერატურას , რომელიც შეძლებს ჩვენს ინფორმირებას. 

რა ტიპის სკებს ვაწყდებით?
         ''სკების მრავალი ტიპი არსებობს. არსებობს , როგორც 10 , 15 ასევე 22 ჩარჩოიანი. მაგრამ თუ გვინდა მოსახერხებელი სკა , ამ შემთვევაში საუკეთესო არჩევანი 22 ჩარჩოიანია". 


აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ქართულ ფუტკარზეც , რომელიც უნიკალურია და ამას არათუ ქართველები , არამედ უცხო ქვეყნის ექსტენციონისტებიც ადასტურებენ. მეტიც მოგვიწოდებენ გავუფრთხილდეთ , ვინაიდან მისი აღდგენა შემდგომში შეუძლებელი იქნება. 

"არსებობს ჰიბრიდული ჯიშები. დედა ფუტკრის ანუ საჯიშე ფუტკრის ფასი დაახლოებით მერყეობს 200-იდან 400-ამდე. მეფუტკრეები სწორედ , ამ ჯიშებს ყიდულობენ , თუმცა პროცესებში მიდის ჯიშების არევა და საბოლოოდ ყოველ წელს საჭიროა ახალი ფუტკრის ყიდვა. ჩვენს შემთხვევაში სხვანაირადაა, ქართული ჯიშის წყალობით შეგვიძლია ნებისმიერი სკიდან გამოვიყვანოთ დედა ფუტკარი". 



ერთი შეხედვით ნატურალური და ხელოვნური თაფლის ერთმანეთისგან გარჩევა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს , თუმცა საინტერესოა ის მახასიათებლები , რომლითაც ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება შეგვეძლება.

"არსებობს რამდენიმე მეთოდი , თუ როგორ უნდა გამოვიცნოთ ნატურალური თაფლი ხელოვნურისგან. ჩვენ შეგვიძლია წყლიან ჭიქაში ჩავასხათ თაფლის წვეთები. ნატურალური თაფლი არ გაიხსენება და დაილექება ფსკერზე , ხოლო შაქრინი მალევე შეერევა წყალს. ასევე ნატურალური თაფლი კოვზიდან გადმოღვირსას არ უნდა გაწყდეს და არ უნდა წამოვიდეს წვეთებად.

რა თქმა უნდა , არსებობენ წარმატებული და ნახევრად წარმატებული მეფუტკრეები , ამის განსაზღვრა მათი შემოსავლით ხდება. თუმცა შრომას ყოვოლთვის აქვს აზრი. თუ გავეცნობით საჭირო ლიტერატურას , მოვახდენთ სწორ მენეჯმენტს და შევძლებთ გვიყვარდეს ჩვენი საქმე. წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. 

ბლოგი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და  შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ორგანიზაცია „AFAD - ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” .

ბლოგის შექმნა ემსახურება სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული სიახლეების, შესაძლებლობების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.   

                                                                               
                                                               

Comments

Popular posts from this blog

ახალბედა ჟურნალისტების განსხვავებული რაკურსები აგროტურიზმის მიმართულებით

 ჟურნალისტიკის როლი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტად იზრდება. რაღა თქმა უნდა , ეს სულაც არ არის გასაკვირი. ჩვენ ხომ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. სადაც ზღვა ინფორმაცია მალევე გროვდება და მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდება. რთული მისახვედრი ნამდვილად არ არის , თუ ვინ არიან ადამიანები , რომლებიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ. წარმოაჩენენ სხვადასხვა სფეროს, საკუთარი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. სვავენ უამრავ კითხვის ნიშანს და რაც მთავარია პოულობენ მნიშვნელოვან პასუხებს.   "ახალი სიტყვა" აი რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანებს , რომლებიც ძალიან მალე ქართულ ჟურნალისტიკას დაამშვენებენ.  თავისმხირვ, საინტერესოა რას ფიქრობენ ისინი აგროტურიზმზე. როგორი რაკურსით დაანახებენ საზოგადოებას ტურიზმის ამ დარგს.   იმისთვის , რომ გამეგო მათი დამოკიდებულება და რაც მთავარია ხედვები აგროტურიზმთან დაკავშირებით. დავუკავშირდი შოთა რუსთაველის თეატრისა და დრამის , ტელე - რადიო ჟურნალისტიკის , მეორე კურსის სტუდენტებს.  "საქართველოს ყოველთვის გა...

დაფნის წარმოება-რეალიზაცია. გამოწვევები.

დაფნა , რომელიც უხსოვარი დროიდან იწოდება დიდების სიმბოლოდ. მის ფოთოლს კი , უამრავი დადებითი ფუნქცია აკისრია..... 1.დიაბეტის მკურნალობა , რაც ითვალისწინებს შაქრის დონის დაწევას. 2.გამოიყენება მადისა და წონის კლებისთვის.  3.ხსნის ტკივილს სახრებში.   ახლა უკვე წარმოადგენს , აგრო მიმართულებით , მნიშვნელოვან მარადმწვანე ხეშეშფოთოვან ბუჩქებს. მისი რეალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფს , მოსახლეობისთვის.  მაგალითად : 1 ჰექტარზე გაშენებული დაფნის საშუალო ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით 50-60 დოლარს. რაც დამეთანხმებით მცირე შემოსავალი ნამდვილად არ არის.  ჩნდება კითხვა თუ , რა უნდა გაკეთდეს დაფნის ბაღის გასაშენებლად?! 1. უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები .20%-ამდე დაქანების ფერდობები. 2..გაშენება უნდა დაიწყოს საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის დამუშავებით ,რისთვისაც აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა. ნაკვეთის მოსწორება და ნიადაგის განოყიერება, სასუქების მეშვეობით. გასათვალისწინებელია , რომ დაფნა ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს , ასეთ ადგილე...