Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2021

აგრო კულტურის გარშემო

აგრო კულტურა მრავალ ჭრილში შეგვიძლია მიმოვიხილოთ. განვიხილოთ , მებაღეობაც , მეთევზეობაც , მევენახეობაც და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მეფუტკრეობაზე გავაკეთებ აქცენტს . მაშასადამე ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს ფუტკარი და ძვირფასი საკვები პროდუქტი - ფუტკრის თაფლი.  დღესდღეისობით მეფუტკრეობის დარგი საქართველოში ძალიან პოპულარული ხდება. სწორედ , რომ ამ სფეროში იკვეთება , უამრავი ადამიანის ინტერესი. აღსანიშნავია , რომ მათ შორის არიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც. რა უნდა ვიცოდეთ მეფუტკრეობაზე ? რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ამ სფეროში ჩართულობამ? რა სირთულეებს ვაწყდებით საწყის ეტაპზე? და სად უნდა ვეძიოთ მთავარი საძირკველი , რომელიც შემდგომში ჩვენს თვითგანვითარებას შეძლებს , სწორედ , რომ ამ სფეროში? ამადა სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მხოლოდ და მხოლოდ ექსტენციონისტისგან თუ მივიღებთ.  მაშ ასე..... "ფუტკრებს გააჩნიათ საკუთარი იერარქია , ოჯახის მამოძრავებელ ძალას კი , წარმოადგენს დედა ფუტკარი. მის გარეშე ცალკეული ფუტკარი ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება. სწორე

დაფნის წარმოება-რეალიზაცია. გამოწვევები.

დაფნა , რომელიც უხსოვარი დროიდან იწოდება დიდების სიმბოლოდ. მის ფოთოლს კი , უამრავი დადებითი ფუნქცია აკისრია..... 1.დიაბეტის მკურნალობა , რაც ითვალისწინებს შაქრის დონის დაწევას. 2.გამოიყენება მადისა და წონის კლებისთვის.  3.ხსნის ტკივილს სახრებში.   ახლა უკვე წარმოადგენს , აგრო მიმართულებით , მნიშვნელოვან მარადმწვანე ხეშეშფოთოვან ბუჩქებს. მისი რეალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფს , მოსახლეობისთვის.  მაგალითად : 1 ჰექტარზე გაშენებული დაფნის საშუალო ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით 50-60 დოლარს. რაც დამეთანხმებით მცირე შემოსავალი ნამდვილად არ არის.  ჩნდება კითხვა თუ , რა უნდა გაკეთდეს დაფნის ბაღის გასაშენებლად?! 1. უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები .20%-ამდე დაქანების ფერდობები. 2..გაშენება უნდა დაიწყოს საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის დამუშავებით ,რისთვისაც აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა. ნაკვეთის მოსწორება და ნიადაგის განოყიერება, სასუქების მეშვეობით. გასათვალისწინებელია , რომ დაფნა ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს , ასეთ ადგილებში დაფნის გაშენებამდე.

ახალბედა ჟურნალისტების განსხვავებული რაკურსები აგროტურიზმის მიმართულებით

 ჟურნალისტიკის როლი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტად იზრდება. რაღა თქმა უნდა , ეს სულაც არ არის გასაკვირი. ჩვენ ხომ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. სადაც ზღვა ინფორმაცია მალევე გროვდება და მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდება. რთული მისახვედრი ნამდვილად არ არის , თუ ვინ არიან ადამიანები , რომლებიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ. წარმოაჩენენ სხვადასხვა სფეროს, საკუთარი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. სვავენ უამრავ კითხვის ნიშანს და რაც მთავარია პოულობენ მნიშვნელოვან პასუხებს.   "ახალი სიტყვა" აი რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანებს , რომლებიც ძალიან მალე ქართულ ჟურნალისტიკას დაამშვენებენ.  თავისმხირვ, საინტერესოა რას ფიქრობენ ისინი აგროტურიზმზე. როგორი რაკურსით დაანახებენ საზოგადოებას ტურიზმის ამ დარგს.   იმისთვის , რომ გამეგო მათი დამოკიდებულება და რაც მთავარია ხედვები აგროტურიზმთან დაკავშირებით. დავუკავშირდი შოთა რუსთაველის თეატრისა და დრამის , ტელე - რადიო ჟურნალისტიკის , მეორე კურსის სტუდენტებს.  "საქართველოს ყოველთვის გააჩნდა გარკვეულ

აგროტურიზმი

  ტურიზმის სექტორის როლი საქართველოს ეკონომიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. გამომდინარე იქიდან , რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება, სულაც არ არის გასაკვირი , რომ ამ ყველაფრის ფონზე, ტურიზმის ცალკეული დარგები, კიდევ უფრო პოპულარული ხდება. გამონაკლისს, ამ შემთხვევაში, არც აგროტურიზმი წარმოადგენს. თუმცა, ჩდება კითხვა, თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს აგროტურიზმის განვითარებას საქართველოში? და სად უნდა ვეძიოთ საწყისი წერტილი , რომელიც, შემდგომში, ამ მიმართულების განვითარებასა და ნებისმიერი ასაკის ადამიანის დაინტერესებას გამოიწვევს?! არსებობს რესურსი , რომელიც ოდითგანვე ჩვენში აღფრთოვანებას იწვევდა და მუდამ ინტერესის საგანს წარმოადგენდა.საიდან გააჩნდა პატარა ქვეყანას,სახელად საქართველოს მსგავსი მრავალფეროვანი კონტრასტული ბუნება , უმდიდრესი ფლორითა და ფაუნით , მნიშვნელოვანი ისტორიული , საეკლესიო თუ ხუროთმოძღვრული ძეგლები.... ფაქტი ერთია - ბუნება საკუთარ როლს, კონკრეტულად აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით, პირნათლად ასრულებს. თუმცა ამ ეტაპზე უმთავრესი მიზანია, სწორად იქნეს გამოყენებული ჩვენ