Skip to main content

ახალბედა ჟურნალისტების განსხვავებული რაკურსები აგროტურიზმის მიმართულებით


 ჟურნალისტიკის როლი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტად იზრდება. რაღა თქმა უნდა , ეს სულაც არ არის გასაკვირი. ჩვენ ხომ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. სადაც ზღვა ინფორმაცია მალევე გროვდება და მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდება.

რთული მისახვედრი ნამდვილად არ არის , თუ ვინ არიან ადამიანები , რომლებიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ. წარმოაჩენენ სხვადასხვა სფეროს, საკუთარი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. სვავენ უამრავ კითხვის ნიშანს და რაც მთავარია პოულობენ მნიშვნელოვან პასუხებს. 

 "ახალი სიტყვა" აი რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანებს , რომლებიც ძალიან მალე ქართულ ჟურნალისტიკას დაამშვენებენ. 

თავისმხირვ, საინტერესოა რას ფიქრობენ ისინი აგროტურიზმზე. როგორი რაკურსით დაანახებენ საზოგადოებას ტურიზმის ამ დარგს.

 იმისთვის , რომ გამეგო მათი დამოკიდებულება და რაც მთავარია ხედვები აგროტურიზმთან დაკავშირებით. დავუკავშირდი შოთა რუსთაველის თეატრისა და დრამის , ტელე - რადიო ჟურნალისტიკის , მეორე კურსის სტუდენტებს. 


"საქართველოს ყოველთვის გააჩნდა გარკვეული რესურსი აგროტურიზმის მიმართულებით , თუმცა ვფიქრობ სწორად ვერასდროს იყენებდა ამ რესურს.შეიძლება ამის მიზეზი , ის არის , რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ამ დარგს და უფრო ხშირად ტურიზმის განვითარებას ქალაქების დონეზე ვცდილობთ. საბოლოოდ ვიღებთ დაცარიელებულ სოფლებს.მაშინ როდესაც შეგვიძლია , მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ამ დარგის საშუალებით მცირედით მაინც გამოვასწოროთ. მე როგორც მომავალი ჟურნალისტი ვეცდებოდი, ჩემს სიუჟეტებში ან თუნდაც რეპორტაჟებში ყურადღება გამემახვილებინა , იმ მნიშვნელოვან ძეგლებზე , რომელიც გაგვაჩნია. ასევე, აქცენტი უნდა გაკეთდეს ბუნებაზე , ნატურალური პროდუქტის დადებით მხარეებზე. მყავს უცხოელი მეგობრები , რომლებიც ხშირად სტუმრობენ საქართველოს , ბევრს მოგზაურობენ და შემდეგ აღფრთოვანებული რჩებიან. მათი შემხედვარე მრჩება შთაბეჭდილება , რომ ისინი უფრო მეტად აფასებენ ამ ყველაფერს, ვიდრე ჩვენ. გამომდინარე იქიდან , რომ ქართველებს ყოველთვის გვაინტერესებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების აზრი, მათ აუცილებლად ჩავწერდი და დავანახებდი ქართველ ხალხს, მათგან განსხვავებით რამდენად არ ვაფასებთ იმ საგანძურს , რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია". - ნია ფრანგულაშვილი. 

- სრული ჩანაწერის ხილვა შეგიძლიათ MP3 ფაილის გახნის შემთხვევაში : 

"ტურიზმის ნებისმიერი დარგის განვითარება ქვეყნისთვის , რომ მნიშვნელოვანია ამაში ეჭვი არავის ეპარება. გარკვეულწილად ექცევა ამ მიმართულებას ყურადღება, მაგრამ ისეთ დონეზე არა როგორ ყურადღებასაც საჭიროებს.ვფიქრობ ხარისხიანი ღვინო გვაქვს და მისი ექსპორტი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს. მე რასაც ვაკვირდები, ძირითადად სულ რუსეთზე კეთდება აქცენტი, რაც სწორი არ მიმაჩნია. კარგი მენეჯმენტია საჭირო. თუ ქვეყნიდან ექსპოტირდება კარგი ღვინო , უცხოელებს დააინტერესებთ,  როგორი ტექნოლოგიით იწურება იგი. ჩამოვლენ გაეცნობიან ქვეყანას , დაისვენებენ. რაც მთავარია სოფლად მცხოვრები ადამიანებიც დაინახავენ , რომ მათი შრომა ფასდება და ამ შრომის შედეგად სარგებელსაც იღებენ. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი , რამდენიმე სიუჟეტს იმ ადამიანების ყოველდიურ ყოფაზე , რომლებიც ჯერ კიდევ სოფლებში ცხოვრობენ და აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობას გვინარჩუნებენ". - გიო კოპაძე. 



ხშირად გვეუბნებიან მივმართოთ ჩვენი ყურადღება მხოლოდ დადებითისკენ , თუმცა როგორ უნდა გამოვასწოროთ ხარვეზები თუ უარყოფით მხარეს ვუარყოფთ. დიახ, ჩვენ გაგვაჩნია ზღვა რესურსი აგროტურიზმის მიმართულებით, მაგრამ პოტენციალი არ უნდა იკარგებოდეს. მნიშვნელოვანია დავაფასოთ , გავუფრთხილდეთ და რაც მთავარია ვპროგრესირდეთ სწორედ , რომ ამ მიმართულებით. 

ბლოგი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და  შვეიცარიის განვითარების ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „პროფესიული განათლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ორგანიზაცია „AFAD - ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” .

ბლოგის შექმნა ემსახურება სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული სიახლეების, შესაძლებლობების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.   





Comments

Popular posts from this blog

აგრო კულტურის გარშემო

აგრო კულტურა მრავალ ჭრილში შეგვიძლია მიმოვიხილოთ. განვიხილოთ , მებაღეობაც , მეთევზეობაც , მევენახეობაც და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მეფუტკრეობაზე გავაკეთებ აქცენტს . მაშასადამე ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს ფუტკარი და ძვირფასი საკვები პროდუქტი - ფუტკრის თაფლი.  დღესდღეისობით მეფუტკრეობის დარგი საქართველოში ძალიან პოპულარული ხდება. სწორედ , რომ ამ სფეროში იკვეთება , უამრავი ადამიანის ინტერესი. აღსანიშნავია , რომ მათ შორის არიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც. რა უნდა ვიცოდეთ მეფუტკრეობაზე ? რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ამ სფეროში ჩართულობამ? რა სირთულეებს ვაწყდებით საწყის ეტაპზე? და სად უნდა ვეძიოთ მთავარი საძირკველი , რომელიც შემდგომში ჩვენს თვითგანვითარებას შეძლებს , სწორედ , რომ ამ სფეროში? ამადა სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მხოლოდ და მხოლოდ ექსტენციონისტისგან თუ მივიღებთ.  მაშ ასე..... "ფუტკრებს გააჩნიათ საკუთარი იერარქია , ოჯახის მამოძრავებელ ძალას კი , წარმოადგენს დედა ფუტკარი. მის გარეშე ცალკეული ფუტკარი ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება. ს...

დაფნის წარმოება-რეალიზაცია. გამოწვევები.

დაფნა , რომელიც უხსოვარი დროიდან იწოდება დიდების სიმბოლოდ. მის ფოთოლს კი , უამრავი დადებითი ფუნქცია აკისრია..... 1.დიაბეტის მკურნალობა , რაც ითვალისწინებს შაქრის დონის დაწევას. 2.გამოიყენება მადისა და წონის კლებისთვის.  3.ხსნის ტკივილს სახრებში.   ახლა უკვე წარმოადგენს , აგრო მიმართულებით , მნიშვნელოვან მარადმწვანე ხეშეშფოთოვან ბუჩქებს. მისი რეალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფს , მოსახლეობისთვის.  მაგალითად : 1 ჰექტარზე გაშენებული დაფნის საშუალო ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით 50-60 დოლარს. რაც დამეთანხმებით მცირე შემოსავალი ნამდვილად არ არის.  ჩნდება კითხვა თუ , რა უნდა გაკეთდეს დაფნის ბაღის გასაშენებლად?! 1. უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები .20%-ამდე დაქანების ფერდობები. 2..გაშენება უნდა დაიწყოს საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის დამუშავებით ,რისთვისაც აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა. ნაკვეთის მოსწორება და ნიადაგის განოყიერება, სასუქების მეშვეობით. გასათვალისწინებელია , რომ დაფნა ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს , ასეთ ადგილე...