Skip to main content

მეციტრუსეობა

 

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი კომერციული დარგია.გარდა ამისა სამკურნალო დანიშნულების მქონე B , C და P ვიტამინის შემცველი ციტრუსი კარგ მოვლას საჭიროებს. საქართველოსა თუ მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყანაში ფერმერმა  კარგად იციან, რომ ციტრუსის ბაღის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაშენებისას და პირველი წლის განმავლობაში.


 ჩნდება კითხვა რა უნდა გავაკეთოთ საწყის ეტაპზე? !

1.უნდა მოვამზადოთ ნიადაგი რაც ითვალისწინებს : მიწის დამუშავებას ,მინერალური და ორგანული სასუქით გამდიდრებას.

2. უნდა შევიძინოთ საჭირო ნერგები

3. უნდა მოვაწყოთ დროებითი სარები. 

არ უნდა დავივიწყოთ , რომ.....

გადამეტებული ხელოვნური ჩარევა მცენარის ზრდას და სხმოიარობის პროცეს ანელებს. არსებობს საფრთზე დაზიანდეს ნაყოფი.

იქამდე სანამ ჩვენს მოსავალს მოვკრეფთ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მასში არანაირი ნივთიერება არ უნდა მოხვდეს , რადგან მცენარემ მოახერხოს იმ ნივთიერებების გადამუშავება , რომელიც მან საწყის ან შემდეგ ეტაპზე მიიღო. 

                                                    აუცილებელია გვახსოვდეს....

იმ შემთხვევაში თუ ნაყოფს აქვს მწვანე შეფერილობა ეს ნიშნავს , იმას , რომ ნაყოფი ჯერ კიდევ არ არის დამწიფებული და ორგანიზმისთვის საზიანოა. გარდა ამისა კვებითი ალერგიის დაახლოებით 20% დაკავშირებულია სწორედ , რომ ციტრუსთან.აქედან , გამომდინარე მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანებმა , რომლებიც არიან ალერგიულები.  

ციტრუსის ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. თუ ძვირადღირებული პროდუქტების სიას შევადგენთ მათ რიცხვში სხვადასხვა სახის ციტრუსი აუცილებლად მოხვდება , განსაკუთრებით გრეიპფრუტი....რაც ნიშნავს იმას , რომ ქართველი ფერმერების მეტად დაინტერესების შემთხვევაში , ქვეყანა მოახდენს , სწორედ , რომ იმ ციტრუსების ექსპორტს , რომელთა მიმართ მოთხოვნა მუდამ არსებობდა. (ფორთოხლის წვენი , ლიმნიანი ჩაი , გრეიპფრუტიანი წყალი და ა.შ).

რეალურად , ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ ციტრუსის დადებით თვისებებზე , მსოფლიო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებებზე , რომელიც სწორედ , რომ სხვადასხვა ციტრუსის სახეობების მიმართ არსებობს. მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ მნიშვნელოვან გარემო ფაქტორს , რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ პირობებთან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს , რომ საქართველო ამ მხრივ , ნამდვილად შესაფერისი ადგილია. თუ სახელმწიფო საწყის ეტაპზე , ხელს შეუწყობს ფერმერებს , შეიძინონ საჭირო ნერგები და განავითარონ კონკრეტულად ეს მიმართულება შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ სამომავლოდ , აგრო მიმართულებით ეს სწორად დაბანდებული ინვესტიცია იქნება. 




Comments

Popular posts from this blog

აგრო კულტურის გარშემო

აგრო კულტურა მრავალ ჭრილში შეგვიძლია მიმოვიხილოთ. განვიხილოთ , მებაღეობაც , მეთევზეობაც , მევენახეობაც და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად მეფუტკრეობაზე გავაკეთებ აქცენტს . მაშასადამე ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს ფუტკარი და ძვირფასი საკვები პროდუქტი - ფუტკრის თაფლი.  დღესდღეისობით მეფუტკრეობის დარგი საქართველოში ძალიან პოპულარული ხდება. სწორედ , რომ ამ სფეროში იკვეთება , უამრავი ადამიანის ინტერესი. აღსანიშნავია , რომ მათ შორის არიან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც. რა უნდა ვიცოდეთ მეფუტკრეობაზე ? რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ამ სფეროში ჩართულობამ? რა სირთულეებს ვაწყდებით საწყის ეტაპზე? და სად უნდა ვეძიოთ მთავარი საძირკველი , რომელიც შემდგომში ჩვენს თვითგანვითარებას შეძლებს , სწორედ , რომ ამ სფეროში? ამადა სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მხოლოდ და მხოლოდ ექსტენციონისტისგან თუ მივიღებთ.  მაშ ასე..... "ფუტკრებს გააჩნიათ საკუთარი იერარქია , ოჯახის მამოძრავებელ ძალას კი , წარმოადგენს დედა ფუტკარი. მის გარეშე ცალკეული ფუტკარი ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება. ს...

ახალბედა ჟურნალისტების განსხვავებული რაკურსები აგროტურიზმის მიმართულებით

 ჟურნალისტიკის როლი თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტად იზრდება. რაღა თქმა უნდა , ეს სულაც არ არის გასაკვირი. ჩვენ ხომ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. სადაც ზღვა ინფორმაცია მალევე გროვდება და მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდება. რთული მისახვედრი ნამდვილად არ არის , თუ ვინ არიან ადამიანები , რომლებიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ. წარმოაჩენენ სხვადასხვა სფეროს, საკუთარი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. სვავენ უამრავ კითხვის ნიშანს და რაც მთავარია პოულობენ მნიშვნელოვან პასუხებს.   "ახალი სიტყვა" აი რა შეიძლება ვუწოდოთ ადამიანებს , რომლებიც ძალიან მალე ქართულ ჟურნალისტიკას დაამშვენებენ.  თავისმხირვ, საინტერესოა რას ფიქრობენ ისინი აგროტურიზმზე. როგორი რაკურსით დაანახებენ საზოგადოებას ტურიზმის ამ დარგს.   იმისთვის , რომ გამეგო მათი დამოკიდებულება და რაც მთავარია ხედვები აგროტურიზმთან დაკავშირებით. დავუკავშირდი შოთა რუსთაველის თეატრისა და დრამის , ტელე - რადიო ჟურნალისტიკის , მეორე კურსის სტუდენტებს.  "საქართველოს ყოველთვის გა...

დაფნის წარმოება-რეალიზაცია. გამოწვევები.

დაფნა , რომელიც უხსოვარი დროიდან იწოდება დიდების სიმბოლოდ. მის ფოთოლს კი , უამრავი დადებითი ფუნქცია აკისრია..... 1.დიაბეტის მკურნალობა , რაც ითვალისწინებს შაქრის დონის დაწევას. 2.გამოიყენება მადისა და წონის კლებისთვის.  3.ხსნის ტკივილს სახრებში.   ახლა უკვე წარმოადგენს , აგრო მიმართულებით , მნიშვნელოვან მარადმწვანე ხეშეშფოთოვან ბუჩქებს. მისი რეალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ შემოსავალს უზრუნველყოფს , მოსახლეობისთვის.  მაგალითად : 1 ჰექტარზე გაშენებული დაფნის საშუალო ღირებულება წარმოადგენს დაახლოებით 50-60 დოლარს. რაც დამეთანხმებით მცირე შემოსავალი ნამდვილად არ არის.  ჩნდება კითხვა თუ , რა უნდა გაკეთდეს დაფნის ბაღის გასაშენებლად?! 1. უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები .20%-ამდე დაქანების ფერდობები. 2..გაშენება უნდა დაიწყოს საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის დამუშავებით ,რისთვისაც აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა. ნაკვეთის მოსწორება და ნიადაგის განოყიერება, სასუქების მეშვეობით. გასათვალისწინებელია , რომ დაფნა ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს , ასეთ ადგილე...